ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად, როდესაც დედაქალაქიდან გასვლას ვერ ვახერხებთ, მუდმივად დგას საკითხი - როგორ გავატაროთ თბილისში დასვენების დღეები? ამ დროს საცურაო აუზები, ყველასათვის საყვარელი განტვირთვის საშუალებაა. ზაფხულის ცხელი დღეების წყალში გატარება, ყოველთვის დადებითი ემოციებითა და ენერგიული მუხტით გვავსებს.

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

რა გარემოში და რა ფასად მოგვიწევს ცურვა, წიგნის კითხვა ან უბრალოდ მზის აბაზანების მიღება – ამას თბილისის ძვირადღირებული და ბიჯეტური აუზების მაგალითზე განვიხილავთ.

Kalaki.ge გთავაზობთ თბილისის ღია აუზების ფასებსა და პირობებს, სადაც ცხელ ამინდში გაგრილებასა და განტვირთვას შეძლებთ.

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Tbilisi Sea Terrace

თბილისის ზღვის ტერასა – ეს არის თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული სასტუმრო, რომელიც ღია აუზს, რესტორანსა და ბარს აერთიანებს. თბილისის ზღვის ქ. #7-ში მდებარე აუზი, ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად იდეალური არჩევანია. აუზით სარგებლობა დილის 10:00-დან 20:00 საათამდეა შესაძლებელი.

გარდა იმისა, რომ ადგილზე მშვენიერი გარემო, სიმშვიდე და კარგი მომსახურება დაგხვდებათ, სხვა აუზებთან შედარებით Tbilisi Sea Terrace-ზე მოხვედრა საკმაოდ ბიუჯეტურია. ადგილზე შესვლა სამუშაო დღეებში მხოლოდ 30 ლარი, ხოლო უქმეებზე 40 ლარი დაგიჯდებათ.

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Tbilisi Sea Club

თბილისის ზღვის კლუბი კი ქალაქის ერთ-ერთი პოპულარული ადგილია და ის თბილისის ზღვის ნაპირას, პატარა, ლამაზ კონცხზე მდებარეობს. აქ შეგიძლიათ მზის გულზე დასვენება, ადგილზე მოწყობილია ბუნგალოები, წყლის სასრიალო, ბავშვთა მოედნები და აუზები. თბილისის ზღვის კლუბი ასევე გთავაზობთ წყლის თხილამურებით სრიალს, იალქნიან ნავებს და კატერებს ზღვაზე გასასეირნებლად, დაივინგს და წყლის პარაშუტით ფრენას. აქვე შესაძლებელია იალქნიანი ნავის მართვის, წყლის თხილამურებით სრიალისა და წყალქვეშა ცურვის შესწავლაც. თბილისის ზღვის კლუბში 10:00-დან 20:00 საათამდე ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის უსაფრთხო, მრავალფეროვანი და კეთილმოწყობილი გარემო დაგხვდებათ.

გარდა ამისა ადგილზე 3 ღია აუზი მოქმედებს. ტერიტორიაზე შესვლა კვირის დღეებში 35 ლარი, შაბათ-კვირას კი 40 ლარი დაგიჯდებათ.

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Sport Time Hotel & SPA

ვახტანგ გორგასლის ქ. #75ა-ში მდებარე კომპლექსი ორი აუზისაგან შედგება – ღია და დახურული. ორივე მათგანზე მოწყობილია საცურაო ზოლები. ზაფხულობით ღია აუზის გარშემო გასარუჯი დასაწოლები დგას. დღის მეორე ნახევარში ტერასა ნახევრად გადახურულია და შეგიძლიათ მზის სხივებს ჩრდილში დაემალოთ. აუზს საკუთარი კაფე-ბარიც აქვს. ასევე, კომპლექსში მოქმედებს ფიტნეს დარბაზი, ცურვის შემსწავლელი კურსები და აკვა აერობიკა.

აუზით სარგებლობა დილის 08:00-დან 23:00 საათამდეა შესაძლებელი. ადგილზე შესვლა ერთჯერადად სამუშაო დღეებში 35 ლარი, ხოლო უქმეებზე 45 ლარი ღირს. თვიური აბონიმენტის შემთხვევაში კი ფასები ასე გადანაწილდა: 199 ₾ (8 ვიზიტი); 249 ₾ (12 ვიზიტი); 300 ₾ (1 თვე ულიმიტო).

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Forma Summer

ღია აუზი სვანეთის უბანში, ბოდავის ქ.#21-ში უკვე 8 წელია ფუნქციონირებს. აუზიდან ზაფხულობით გამწვანებული ბუნების, მთებისა და მინდვრების ხედები იშლება. აუზის გვერდით მოწყობილია მაგიდის ტენისის სათამაშო ზონა, დისკოს ბურთი და სცენა. დღის განმავლობაში აუზის ბარი საკუთარ სტუმრებს, გამაგრილებელ სასმელებითა და მსუბუქი კერძებით უმასპინძლდება, საღამოობით კი აუზის ტერიტორია წვეულების ადგილად იქცევა, ცოცხალი მუსიკითა და ღამის გართობით.

ადგილზე შესვლას დღიური აბონიმენტის ფარგლებში 45 ლარად შეძლებთ.

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Olympic pool

დიღმის ოლიმპიური აუზი ორი ნაწილისაგან – 50 და 35 მეტრიანი აუზებისაგან შედგება. კომპლექსი ბობ უოლშის II შესახვევში მდებარეობს. ერთ-ერთ აუზზე მოწყობილია საცურაო ზოლებიც. ზაფხულობით აქაურობა საკმაოდ ხალხმრავალია. აუზის გარშემო ტერიტორია კი მთლიანად დაფარულია გასარუჯი ავეჯით. თუკი აუზზე დღის ხანგრძლივი მონაკვეთის გატარებას აპირებთ, აქ დაგხვდებათ კაფე-ბარი, სადაც ცივი სასმელებით გაგიმასპინძლდებიან. კომპლექსში მოწყობილია საბავშვო აუზიც.

კვირის დღეებში აუზის დღიური აბონიმენტები 15-დან 50 ლარამდე მერყეობს, ხოლო უქმეებზე 25-დან 55 ლარამდე. ომპლექსში მოქმედებს თვიური აბონიმენტებიც: 330 ₾ (1 თვე); 590 ₾ (2 თვე); 830 ₾ (3 თვე).

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Krtsanisi residence pool

კრწანისის რეზიდენციის კომპლექსი – ეს არის ადგილი, სადაც ზაფხულის ცხელი დღეების გატარება საკმაოდ სასიამოვნო გახდება. თავისუფლების მოედნიდან ავტომობილით 15 წუთში კრწანისის აუზზე აღმოჩნდებით. კომპლექსი ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაშია გახსნილი. აუზი საკმაოდ დიდი ზომისაა, დასაწოლი ღია და ნახევრად გადახურული გასარუჯი სავარძლებით. აუზზე სასიამოვნო მუსიკაა, აქვე ფუნქციონირებს სასმელების ბარი და კაფე.

ღია აუზი ყოველ დღე 09:00-დან 19:00 საათამდე ფუნქციონირებს. დღიური აბონიმენტის ფასი კვირის დღეებში 70 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას 90 ლარი. ადგილზე ასევე მოქმედებს თვიური აბონიმენტებიც: 750 ₾ (1 თვე); 480 ₾ (14 დღე); 280 ₾ ( 7 დღე).

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Gino Aquapark

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკვაპარკი Gino Paradise Tbilisi 2013 წელს გაიხსნა. დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს და დასვენებისა და გართობის მოყვარულებს დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს: აკვაპარკი ღია და დახურული აუზებით, ველნეს და სპა სივრცე, კვების ობიექტები, “ექსელენთ” სივრცე დახურული წვეულებებისთვის, დაბადების დღის ცენტრი, სასტუმრო Gino Seaside Tbilisi.

გართობა ნებისმიერი ასაკისთვის; 10-მდე განსხვავებული ტიპის აუზი და სლაიდი; გასართობი პროგრამა და გათამაშებები პატარებისთვის და მათი მშობლებისთვის; მრავალფეროვანი და გემრიელი მენიუ – ამ ყველაფერს Gino Paradise აერთიანებს.

თბილისის ზღვის მიმდებარედ, ბეშენოვას #9-ში მდებარე აკვა პარკი 10:00-დან 22:00 საათამდე ფუნქციონირებს. აკვა პარკით სარგებლობის ღირებულება სამუშაო დღეებში 89 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას 99 ლარი. ასევე Gino Paradise Tbilisi-ში სხვადასხვა შეთავაზებები მოქმედებს. იმ შემთხვევაში თუ ვიზიტს წინასწარ დაჯავშნით, აკვა პარკში შესვლას 24 ლარიდან შეძლებთ.

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Neptune – Sport Complex

ნეპტუნის კომპლექსი, ვაკის საცურაო აუზის სიახლოვეს, ჭავჭავაძის გამზ.49ა-ში მდებარეობს. სავარჯიშო დარბაზი, აერობიკა, საუნა და მასაჟი – ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. კომპლექსს ორი აუზი აქვს – 25 და 12 მეტრიანი. აუზებს მოძრავი, ნახევრად გამჭვირვალე სახურავი აქვს, რომლის გახსნაც შესაძლებელია. ზაფხულში სახურავი მთლიანად, ან ნახევრად გახსნილია. აუზზე მოწყობილია ლოქერები, საშხაპეები და კაფე.

კომპლექსი კვირის დღეებში 08:00-დან 23:00-მდე, შაბათ-კვირას კი 8:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს. დღიური აბონიმენტის ფასი 100 ₾, თვიურის კი 450 ₾-ია.

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Holiday Inn Tbilisi Pool

სასტუმრო Holiday Inn-ის აუზი ზაფხულობით გასარუჯად, ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. 25 მეტრის სიგრძის აუზს საკმაოდ დიდი გასარუჯი გამწვანებული ზონა აქვს. აუზზე ვიზიტისას შეგიძლიათ ისარგებლოთ რესტორნისა და ბარის მომსახურებითაც, მოიწყოთ ლანჩი და აღიდგინოთ ძალები მზის აბაზანების თანხლებით. თბილისელები ამ ადგილს ზოგჯერ სამუშაოდაც ირჩევენ. ადგილზე შეგიძლიათ შეიძინოთ სეზონური აბონიმენტებიც, რომლებშიც საუნისა და ფიტნეს ცენტრით სარგებლობის უფლებაც შედის.

საცურაო აუზი 07:00-დან 23:00-მდე ფუნქციონირებს. დღიური აბონიმენტის ფასი კვირის დღეებში 100 ₾, უქმეებზე 130 ₾, 1 თვის 650 ₾, სრული სეზონის კი 1500 ₾-ია.

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Anne Semonin Spa

„ენ სემონინ სპა“ ეს გახლავთ ადგილი, სადაც ნამდვილი ოაზისი დაგხვდებათ. ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქის ცენტრში მდებარე აუზს შეგიძლიათ შეაფაროთ თავი. გარდა სხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებისა, Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ის აუზით შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაშიც, თუკი სასტუმროში დარჩენას არ აპირებთ.

სასტუმროს ორი აუზი აქვს, ღია და დახურული, საიდანაც ქალაქისა და მთაწმინდის უმშვენიერესი ხედები იშლება. 25 მეტრიანი ღია აუზის გარშემო შეგიძლიათ გაირუჯოთ და თან უგემრიელესი კოქტეილებით ისიამოვნოთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სასტუმროს სპა-ცენტრსაც ესტუმროთ და სარელაქსაციო მასაჟი ჩაიტაროთ.

გარე საცურაო აუზი 08:00-დან 23:00-მდე ფუნქციონირებს. დღიური აბონიმენტის ფასი კვირის დღეებში 120 ₾, შაბათ-კვირას 150 ₾, თვიური ულიმიტო აბონიმენტი კი 700 ₾-ია.

თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება
თბილისის ბიუჯეტური და ძვირადღირებული ღია აუზები – რა პირობებში და რა ფასად არის შესაძლებელი ზაფხულის ცხელი დღეების გატარება

Fit Club

Fit Club -ეს არის ფიტნეს ცენტრი, ძველი თბილისის მიმდებარედ, ლ.გუდიაშვილის ქ.#21-ში. კომპლექსი აერთიანებს სავარჯიშო დარბაზს, ფინურ საუნას, პილატესსა და აუზს სახურავზე. კომფორტული ავეჯი, მზის ქოლგები, ქალაქის ხედები და სასიამოვნო მუსიკა მთელი დღის განმავლობაში განტვირთვის იდეალური ადგილია. კლუბის კაფეში შეგიძლიათ შეუკვეთოოთ ჯანსაღი კოქტეილები.

კლუბის საცურაო აუზი 07:00-დან 23:00-მდე მუშაობს. დღიური აბონიმენტის ფასი კვირის დღეებში 150 ₾, შაბათ-კვირას 200 ₾, თვიური ულიმიტო აბონიმენტი კი 800 ₾-ია.