თბილისში, საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა

დედაქალაქში მესამე კვირაა საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა.

თბილისში, საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა

„გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე
მზარდია და ამის გათვალისწინებით, წელს 45-დან 50-მდე გავზარდეთ ბაღების
რაოდენობა. საზაფხულო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი პატარების
კომფორტისთვის – ბაღები აღიჭურვა და მომარაგდა მისი ფუნქციონირებისთვის
საჭირო ინვენტარით. წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით, მაღალი რიცხვია. ამასთან, პროექტის შედეგად,
დამატებით ანაზღაურებას მიიღებს სისტემის 3 100 თანამშრომელი. საზაფხულო
ბაღები თბილისის ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარით დაფინანსდა“, – განაცხადა
კახა კალაძემ.