წინა წელთან შედარებით აუზებზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა – რას უყვება kalaki.ge – ს მკითხველი

ზაფხული, თბილისში ყოველთვის ცხელია, ამიტომ განსაკუთრებით პოპულარული დედაქალაქელებისთვის აუზებია. როგორც ირკვევა წელს ფასებმა ყველა აუზზე მკვეთრად მოიმატა.

წინა წელთან შედარებით აუზებზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა – რას უყვება kalaki.ge – ს მკითხველი

შარშანდელ სეზონზე, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით აუზები საშუალოდ, 35-50 ლარი ღირდა, წელს 40-70 ლარია. უქმე დღეებში კი, ფასი 40 ლარიდან იწყება.

Kalaki.ge – ს მკითხველი ნია ჯიჯელია გვიყვება, რომ ფასებმა დედაქალაქის შემოგარენშიც მოიმატა და მისთვის ეს ზაფხული რთული იქნება რადგან შვებულება არ აქვს ამიტომ აუზზე ერთი სტუმრობა საშუალოდ 100 ლარი დაუჯდება.

“გარდა იმისა, რომ ერთი დღის გატარება აუზზე ჩვენს ხელფასებთან შედარებით საკმაოდ ძვირია კვებაც, რომ დავუმატოთ 100 ლარს ბევრად სცდება, რაც რეალურად შეუსაბამოა ყოველთვიურ შემოსავალთან, მაგრამ სასაცილოა, რომ ამას არავინ აპროტესტებს.” – გვიყვება ნია.

საცურაო კომპლექსებში განმარტავენ, რომ გაიზარდა მოთხოვნა, რის გამო აუზს უფრო ხშირი წმენდა სჭირდება, რაც მათი თქმით, თავისთავად, გაზრდილ ხარჯს უდრის.

“ჯინო – შარშან აკვაპარკი ორშაბათი-პარასკევი 69 ლარი ღირდა, ხოლო შაბათ-კვირა 79. წელს, სამუშაო დღეებში, მომსახურებით სარგებლობის ფასი 89 ლარს, ხოლო უქმეებზე – 99 ლარს შეადგენს.
აუზი ზედაზენი – გასულ წელს ფასი 35-ლარიან იწყებოდა, ხოლო წელს, სამუშაო დღეებში 40 ლარი, უქმეებზე კი 45 ლარია.
ოლიმპიური აუზი – საშუალოდ, ორშაბათი-პარასკევი – 30 ლარი, შაბათ-კვირა – 40 ლარი (თუმცა, აუზით მხოლოდ დღის გარკვეული მონაკვეთებში სარგებლობა განსხვავებული ფასია).
ემოცია (ნატახტარში) – ერთი დღის ფასი 50 ლარი.

კრწანისი რეზიდენციის კომპლექსი – ორშაბათი-პარასკევი 70 ლარი, ხოლო უქმეებზე 90 ლარი. თუმცა, აუზის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მოქმედებს კონკრეტული აქცია, რომლის საშუალებით, მოცემული ფასით ერთის ნაცვლად, ორი ადამიანი შეძლებს აუზით სარგებლობას. შესაბამისად, გამოდის, ერთი ადამიანს დაახლოებით 35-45 ლარის გადახდა უწევს.