თბილისის ანძის მოდერნიზება იწყება-როდის დასრულდება პროექტი?
როგორც ცნობილია, მთაწმინდის ანძის პროექტის შეთანხმება მოხდა ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან, გარკვეული ცვლილებები მოხდა.
პროექტში ცვლილების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. ასევე ცნობილია, რომ რომ მალე პროექტის მეორე ეტაპი იწყება, რაც აქტიურ სამუშაო პროცესს გულისხმობს. თუმცა როდის დასრულდება სამუშაოები საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა. მომზადდა განვითარების კონცეფციაც, თუმცა ბიზნესის ყურადღება პროექტმა მხოლოდ 2021 წელს მიიქცია. როგორც ჩანს 3 წლის განმავლობაში კერძო სექტორს ანძის განახლების იდეა არ ხიბლავდა. 2021 წელს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით კი შეირჩა კომპანია, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს. კომპანია KASS GROUP-ს ადგილზე 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ამის შემდეგ კი KASS GROUP-ის თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.