რატომ განათდა თბილისის ანძა ნარინჯისფერად?
თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. დედაქალაქის სიმბოლო ყოველ ჯერზე სხვადასხვა პრობლემატიკასა თუ მნიშვნელოვან მოვლენას მსგავსად ეხმაურება.
ამჯერად დედაქალაქის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფერად განათდა, რითაც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას უერთდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მასშტაბით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან, ყოველ წელს, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება.