თბილისის ახალი აეროპორტი 18 მილიონი მგზავრის მიღებას შეძლებს – მასშტაბური პროექტისთვის გენგეგმის მომზადება იწყება

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და აზიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით, გენგეგმა მზადეება.

თბილისის ახალი აეროპორტი 18 მილიონი მგზავრის მიღებას შეძლებს – მასშტაბური პროექტისთვის გენგეგმის მომზადება იწყება

როგორც სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში წერია, ახალი საერთაშორისო აეროპორტი, არსებითად გააუმჯობესებს ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის, საჰაერო ტრანსპორტის გამტარუნარიანობას, რათა დააკმაყოფილოს საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტირების მიმართ არსებული ზრდადი მოთხოვნა.

„გეგმად დასახულია ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება ვაზიანში (თბილისიდან 23 კმ მანძილზე), რომელმაც, გეგმის მიხედვით, უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა შემდეგი 30 წლის
განმავლობაში. ახალ აეროპორტს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ორივე ფაზის მშენებლობის შემდეგ 18 მილიონზე მეტი მგზავრი.
ამ ეტაპზე მომზადებულია განკარგულების პროექტი შპს „აეროპორტების გაერთიანებასა და აზიის განვითარების ბანკთან (ADB)“ გასაფორმებელი მემორანდუმის შესახებ, რომლის
თანახმად, ADB შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანადაფინანსებით უზრუნველყოფს თბილისის ახალი აეროპორტისთვის განვითარების გენერალური გეგმის
(მასტერპლანი) მომსახურების შესყიდვას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ მასტერპლანის ბიუჯეტი 736 000 აშშ დოლარს, შეადგენს.