თბილისის აეროპორტის მიმდებარედ ძებნა-შველის ოფისი და შვეულმფრენის ანგარი აშენდება
კერძოდ, შპს „საქაერონავიგაციამ“ კუთვნილ ტერიტორიაზე (თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე ავტომეურნეობის შენობის მიშენება-დაშენებისა და შპს „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 4 აგვისტოს გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 22 542 373 ლარია.
სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელია განსაზღვრული.