თბილისის 6 უბანში ცენტრალური გზა ერთდროულად გადაიკეტა-რას ითხოვს მოსახლეობა
პროტესტის მთავარ მიზანს დედაქალის მერთან შეხვედრა და არსებულ პრობლემაზე პირადად საუბარი წარმოადგენს.
აქციის ორგანიზატორი და ინიციატორი სამოქალაქო მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” იყო. იდეა სოციალურ ქსელში დაანონსდა და თბილისელებმა სხვადასხვა უბნების ცენტრალური გზები ზუსტად 21:00-ზე გადაკეტეს, აღნიშნულს “ჩემი ქალაქი მკლავს” სწორედ სოციალური ქსელით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“თბილისში 21:00 საათზე სხვადასხვა უბანში გადაიკეტა ცენტრალური გზა.
ეს არის შეთანხმებული მუშაობის შედეგი .
მოსახლეობის მოთხოვნა, შეხვედრა თბილისის მერ კახა კალაძე – სთან რათა თავისი სახლის წინ არსებულ პრობლემაზე ისაუბრონ.
1. საბურთალოზე – ზალდასტანიშვილების ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს თავისი სახლის წინ არსებულ მშენებლობას
2. დიღმის მასივში – ევგენი მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლები აპროტესტებენ თავისი ქუჩის წინ არსებულ მშენებლობას
3. მთაწმინდა – 8 მარტის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს ისტორიული ეკლესიის “ტვერელის” ჩაბეტონებას
4. მუხიანი – გობრონიძის ქუჩის მოსახლეობა აპროტესტებს საფეხბურთო სტადიონზე არსებულ მშენებლობას
5. ფონიჭალა – აპროტესტებს ფეროს ქარხნის მშენებლობას და ასევე არსებულ ქარხნებს რომელიც წამლავს გარემოს
აქციები გაგრძელდება იქამდე სანამ შედეგს არ მივაღწევთ, საერთო აქცია იქნება 21 ივნისს თბილისის მერიასთან .
თუ თქვენც იბრძვით მშენებლობის წინააღმდეგ მოგვწერეთ და ჩაერთეთ ქალაქის გადასარჩენისთვის ბრძოლაში.
ეს ქალაქი ჩვენია – ძალა ხალხშია.” -წერს ჯგუფის ადმინი.
აღნიშნულს უწყებიდან ამ დრომდე გამოხმაურება არ მოჰყოლია, როგორც kalaki.ge-სთვისაა ცნობილი, პროტესტმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა.