თბილისში კომერციული ფართების ფასები გაიზარდა-დედაქალაქის უბნები სადაც ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი ღირს ფართები
“თიბისი კაპიტალი”-ის ახალი კვლევის მიხედვით, დედაქალაქში ქუჩის გასაქირავებელი სავაჭრო ობიექტების ფასები 11%-ით გაიზარდა.
“თიბისი კაპიტალის” ახალი კვლევის თანახმად, კომერციული ფართები ყველაზე ძვირი ვაკეშია. გასული წლის იანვარ-სექტემბერში ვაკის რაიონში ქუჩის სავაჭრო ობიექტის ღირებულება კვადრატულ მეტრზე $27.2 იყო, ზრდა 29%-ია.
ღირებულების მიხედვით, $26.8-ით, 32%-იანი ზრდით, მეორე ადგილზე ჩუღურეთია.
კომერციული ფართის ღირებულება ყველაზე იაფი ნაძალადევსა და სამგორში იყო.
კვადრატულ მეტრზე ქუჩის სავაჭრო ობიექტების ღირებულება რაიონების მიხედვით ასეთია:
ვაკე – $27.2
ჩუღურეთი – $26.8
მთაწმინდა – $22.7
საბურთალო – $19.6
კრწანისი – $19
დიდუბე – $18.3
ისანი – $17.6
გლდანი – $17.2
დიდი დიღომი – $16.5
ნაძალადევი – $15.3
სამგორი – $15.2
რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, ქირის ღირებულება, კომერციულ ფართებზე აქაც გაზრდილია, საერთო ჯამში, კი 8%-ითაა მომატებული.
სავაჭრო ცენტრების გასაქირავებელი ღირებულება აქაც ყველაზე მაღალი ვაკეშია, სადაც ფასი 66%-ითაა გაზრდილი, ხოლო 45%-ითაა ღირებულება მომატებული საბურთალოს სავაჭრო ცენტრებში.
გასაქირავებელ ობიექტებზე,სავაჭრო ცენტრებში გაზრდილი ღირებულება რაიონების მიხედვით ასეთია:
ვაკე – 66%
საბურთალო – 45%
მთაწმინდა – 93%
კრწანისი – 59%
ჩუღურეთი – 17%
დიდუბე – 33%
გლდანი – 17%
დიდი დიღომი – 16%
ნაძალადევი – 33%
ისანი – 43%
სამგორი – 43%