რამდენად დატვირთული იყო თბილისი ტურისტულად ივნისის თვეში და როგორი იქნება აგვისტო?
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2 529 517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.
kalaki.ge საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს ესაუბრა.
“ჩვენ ბოლო ორი წელია რაც სოლოლაკში ორი სართული გადავაკეთეთ მცირე სასტუმროდ, შესაბამისად ამ საქმეში ახლები ვართ თუმცა წინა წლებთან შედარებით, ეს სეზონი კარგად დაიწყო. ივნისი თითქმის სულ დატვირთვით ვიმუშავეთ, მაგრამ აგვისტოში კიდევ უფრო მეტ ტურისტს ველოდებით”- აცხადებს საოჯახო ტიპის სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი.
რსანიშნავია, რომ თბილისში რაოდენობრივად ყველაზე მეტი ტურისტი, რუსეთიდან და ისრაელიდან სტუმრობს. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს სასტუმროს მფლობელების განცხადებით, წელს მათი რაოდენობა შემცირებულია წინა წლებთან შედარებით.