თბილისის შემდეგ მძღოლებს ტაქსით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის აღება რეგიონებშიც მოუწევთ
მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგენა, რომლის თანახმად, სანებართვო საქმიანობების ჩამონათვალს ახალი სანებართვო საქმიანობა - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა ემატება.
თბილისის შემდეგ მძღოლებს ტაქსით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის აღება რეგიონებშიც მოუწევთ.
ნებართვის გაცემის უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მერიის სტრუქტურულ ერთეულს ენიჭება. ნებართვის მოქმედების ვადებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო განსაზღვრავს.