თბილისის მაცხოვრებლები ცაზე უჩვეულოდ შთამბეჭდავ, ვარდისფერ მზის ჩასვლას იღებენ. ფოტო-კრებული სოციალურ ქსელ “Instagram”-ზე ქვეყნდება

მთელი დღე წვიმდა, მზის ჩასვლისას გამოიდარა. გაფანტული ღრუბლები, შებინდებისას ალისფერი განათება დედაქალაქის მოქალაქეებისა და სტუმრების ყურადღებას იპყრობდა - ინსტაგრამზე უამრავი ნაირფერი სურათი გამოქვეყნდა. Kalaki.ge მათგან რამდენიმე საუკეთესო სურათს გთავაზობთ!

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ამინდის პროგნოზით ტემპერატურა +22, +25 გრადუსამდე აიწევს, თუმცა შემდეგ ჩვენ ისევ ცივი ამინდი გველოდება.