თბილისის უბნები სადაც მშენებლობაზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა და რომელ უბანში გაიცა ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა
2024 წლის პირველ 2 თვეში 29 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. აღნიშნული ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 200,445 მ 2 -ს შეადგენს, რაც წლიურად 5.3%-იან ზრდაა - ნათქვამია Galt&Taggart-ის ახალ კვლევაში.
დოკუმენტის მიხედვით, ნებადართული საცხოვრებელი ფართის 24% დიდ დიღომში იყო გაცემული, რასაც საბურთალო (21%) და ვაშლიჯვარი (14%) მოსდევს.
პირველ ორ თვეში გაცემული ნებართვები ფართობი უბნების მიხედვით ასე გამოიყურება: დიდი დიღომი – 47 000 მ², საბურთალო 42 000 მ², ვაშლიჯვარი – 28 000 მ², სამგორი – 25 000 მ², კრწანისი – 13 000 მ², ვაკე – 7 000 მ², ჩუღურეთი – 5 000 მ², გლდანი – 4 000 მ², ისანი – 1 000 მ², ნაძალადევი – 1 000 მ², მთაწმინდა – 0.