ფოტოფაქტი-თბილისი-საგარეჯოს 4 ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა.
მაგისტრალური გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში განტვირთავს და შემცირდება მზავრობის დრო.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანის ნაწილია.
რაც შეეხება დარჩენილ 31 კმ-ს , მისი დასრულება 2024 წელს იგეგმება.