არის თბილისი ყველაზე ბედნიერი ქალაქი მსოფლიოში? – კითხვაზე პასუხს Institute for quality of life აქვეყნებს

არის თბილისი ყველაზე ბედნიერი ქალაქი? - ამ კითხვაზე Institute for quality of life-მა პასუხი გამოქვეყნებულ კვლევაში გასცა, რომელიც სწორედ ყველაზე ბედნიერი ქალაქების გამოსავლენად ჩატარდა. რეიტინგის 250 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქმა 241-ე ადგილი დაიკავა, რითაც "ბედნიერი ქალაქების" რეიტინგში "ბრინჯაოს" ადგილი მიიკუთვნა.

არის თბილისი ყველაზე ბედნიერი ქალაქი მსოფლიოში? – კითხვაზე პასუხს Institute for quality of life აქვეყნებს

კვლევის ავტორებმა აღნიშნული ქალაქები სამ კატეგორიად დაყვეს: „ოქროს უბედნიერესი ქალაქები“ (რეიტინგში 1-37 ადგილები), „ვერცხლის ქალაქები“ (38-100) და „ბრინჯაოს ქალაქები“ (101-250).

რეიტინგში პირველი 37 ადგილი დაიკავეს ისეთმა ქალაქებმა, სადაც განათლების დონე, გარემოს დაცვა, მწვანე ზონებზე ხელმისაწვდომობა, ინოვაციები, ინკლუზიური პოლიტიკა, ეკონომიკა და სხვა ასპექტები, პირდაპირ დადებით გავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე.

აღნიშნული ჯგუფში პირველი 10 ადგილი შემდეგმა ქალაქებმა გაინაწილეს:

ორჰუსი, დანია

ციურიხი, შვეიცარია

ბერლინი, გერმანია

გეტებორგი, შვედეთი

ამსტერდამი, ნიდერლანდები

ჰელსინკი, ფინეთი

ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო

კოპენჰაგენი, დანია

ჟენევა, შვეიცარია

მიუნხენი, გერმანია

აღსანიშნავია, რომ რეგიონის მაჩვენებლებს, ყველაზე ბედნიერი ქალაქების რეიტინგში აზერბაიჯანისა და სომხეთის ვერც ერთი ქალაქი ვერ მოხვდა. თურქეთიდან წარმოდგენილია სამი ქალაქი: სტამბული (197-ე ადგილი), იზმირი (222-ე) და ანტალია (246-ე). რეიტინგში რუსეთიდან მოხვდა სანქტ-პეტერბურგი, რომელმაც 245-ე ადგილი დაიკავა.