Georgian Airways-ი სანქტ-პეტერბურგში იფრენს?

Georgian Airways-ის ახალი მიმართულება სანქტ-პეტერბურგია. ინფორმაცია kalaki.ge-ს ავია კომპანიაში დაუდასტურეს.

Georgian Airways-ი სანქტ-პეტერბურგში იფრენს?

როგორც kalaki.ge-სთვისაა ცნობილი პირდაპირი რეისები 10 დეკემბრიდან დაიწყება. Georgian Airways კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას იფრენს. ფრენა 3 საათი და 35 წუთი გაგრძელდება. Georgian Airways-ის ვებგვერდზე თბილისიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით პირველი ფრენა 13 დეკემბერს შესრულდება. ბილეთის ღირებულება კი 198.07 ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირება რამდენიმე თვის წინ 16 მაისს დაიწყო.