თბილისი ნისლმა მოიცვა, ხილვადობა თითქმის შეუძლებელია, ფანჯრებიდან არაფერი ჩანს-რას გვწერენ kalaki ge-ს მკითხველები, რომლებიც საკუთარ გადაღებულ ფოტოებს გვიგზავნიან
დედაქალაქს ალბათ, მსგავსი ამინდი იშვიათად ახსოვს. გვწერს kalaki.ge-ს მკითხველი ნანა გვენეტაძე და საკუთარი საცხოვრებელი კორპუსიდან გადაღებულ ფოტოებს გვიგზავნის.
ფოტოები თბილისში ვაზისუბნის დასახლებაშია გადაღებული. ჩვენი მკითხველის თქმით, რამდენჯერმე იმდენად ჩამოწვა ნისლი, რომ გზაზე მანქანებიც კი გადააყენეს, ცუდი ხილვადობის გამო.
“ჩვენი კორპუსის წინ მშენებლობაა და უკვე სამჯერ შეაჩერეს მუშაობა, რადგან ვერაფერს ხედავდნენ. ცოტა ხნის წინ მანქანები გადააყენეს გზაზე, რადგან აღარაფერი ჩანდა. არც კი ვიცი ასეთი ამინდი თუ იყო საერთოდ. ნამდვილად არ მახსოვს.” გვწერს kalaki.ge-ს მკითხველი.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში, თბილისის სხვადასხვა უბნებიდან ფოტოებს აქვეყნებდნენ და წერდნენ, რომ ასეთი ნისლი დედაქალაქში იშვიათია.