ფოტოფაქტი-თბილისს ახალი მწვანე სივრცე შეემატა
თბილისში ლილოს დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა, ინფოტმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოები 9000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, მოეწყო ინფრასტრუქტურა დაირგო 1 846 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო 6 152 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი.
დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ დასახლებაში რამდენიმე წლის წინ საცურაო აუზიც აშენდა, რომლითაც აქტიურად სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა.
„მახსოვს, როდესაც პირველად მოვედი აქ, რა მდგომარეობა იყო ამ ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, ეს სივრცე ყველანაირად მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში დაირგო ახალი მცენარეები, ბავშვებისთვის გაჩნდა შესაბამისი სივრცე, სადაც დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ახალი განათების ბოძები LED სანათებით, სარწყავი სისტემები. ძალიან მაგარია იმ თვალსაზრისით, რომ აქვე არის ორი ძალიან დიდი სკოლა – საჯარო და კერძო. რამდენიმე წლის წინ ჩვენ აქვე დავასრულეთ საცურაო აუზის პროექტი, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. ამ რეკრეაციული სივრცის მოწყობაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.