თბილისის სამი უბანი სადაც იანვარსა და თებერვალში ყველაზე მეტი ახალი მშენებლობა დაიგეგმა

თბილისის სამშენებლო ისტერია გრძელდება ახალი კორპუსები ემატება ძველ და ახალ მისამართებს. სწორედ ახალ მშენებლობებზე აქვეყნებს “გალთ&თაგარტი” კვლევას, რომლის თანახმადაც 2024 წლის იანვარსა და თებერვალში საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის 29 ახალი ნებართვა გაიცა.

თბილისის სამი უბანი სადაც იანვარსა და თებერვალში ყველაზე მეტი ახალი მშენებლობა დაიგეგმა

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ, ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართები 200,445 მ 2 -ს შეადგენს.
3 უბანი, სადაც ამ ორ თვეში მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა გაიცა, არის: დიდი დიღომი – 24%, საბურთალო – 21%, ვაშლიჯვარი – 14%.

აღნიშნული კვლევის თანახმად, 2024 წლის თებერვალში თბილისში 258.8 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 4.9%-იანი წლიური ზრდაა.