თბილისში MAN-ის მარკის ცხრა ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გამოჩნდა
დღეიდან თბილისში N302 მარშრუტზე მგზავრებს 18-მეტრიანი ცხრა ავტობუსი მოემსახურება.
MAN-ის მარკის N302 ავტობუსი, მგზავრებს დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოემსახურება.
ახალი ავტობუსები აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.