თბილისის რამდენიმე ქუჩას ქართველი წარმატებული ქალების სახელები მიენიჭება – ვინ და რატომ მიიღო გენდერული ნიშნით გადაწყვეტილება
თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ქუჩებისთვის გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს.
როგორც აღმოჩნდა მარტის თვე თბილისის საკრებულოსთვის გენდერულად მგრძნობიარეა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარებაზეა საუბარი.კომისიის სხდომაზე, თბილისში 10 ქუჩისთვის, იმ ქართველ ქალთა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭების საკითხი განიხილეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში და რომელთა ღვაწლიც გარკვეულწილად მივიწყებულია ფართო საზოგადოებისათვის.
კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ქუჩებს შეემატება: პირველი ქალი დიპლომატის რუსუდან მიქელაძის ქუჩა, პირველი ქალი ინჟინრის ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა, პირველი ქალი მეზღვაურის იულია ფაილოძის ქუჩა
ერთ-ერთი პირველი ქალი მფრინავის ნინა ხუბულავას ქუჩა, ერთ-ერთი პირველი ქალი მფრინავის ნინა ჟორდანიას ქუჩა,კალიგრაფ გადამწერის მანანა ზედგინიძის ქუჩა ექიმისა და მეცნიერის ბარბარე ყიფიანის ქუჩა
რეპრესირებული პოეტის მარიამ აბრამიშვილის ქუჩა მსახიობ თამარ ჭავჭავაძის ქუჩა მსახიობ ცეცილია წუწუნავას ქუჩა, ევროპის მასშტაბით პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი მშვილდოსნის, ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩა.