თბილისში, ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება
ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონის 1-ელ კვარტალში, N20 კორპუსის მიმდებარედ, 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.-ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
რომელაშვილის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე, გზის კეთილმოწყობამდე 100 მეტრი გრძივი და 6 მეტრი სიმაღლის გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა, ასევე, ტროტუარი მოეწყო.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. საყრდენი კედლის მშენებლობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 490 000 ლარი, ხოლო საგზაო სამუშაოებისთვის 139 614 ლარი გამოიყო.