თბილისური გაზაფხული – kalaki.ge-ს ფოტორეპორტაჟი დედაქალაქის ბოტანიკური ბაღიდან სადაც წელიწადის ეს დრო ყველაზე ლამაზია
ცის ვაზი, გლიცინიები და იასამანი, ეს ყვავილები ერთდროულად იხარებს ბოტანიკურ ბაღში და დედაქალაქის ყველაზე მწვანე ზონას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ნახეთ ჩვენი ფოტორეპორტაჟი, რომელიც თბილისურ ფერად გაზაფხულს ასახავს.
როგორც ყოველთვის, თბილისში გაზაფხული სწრაფად დგება, ცივ ამინდებს ცხელი დღეები ანაცვლებს და შეიძლება ითქვას ზამთრიდან პირდაპირ ზაფხული იწყება. წელიწადის ამ დროს კი ეროვნული ბოტანიკური ბაღი გასაოცარია, რადგან იასამნების, გლიცინიებისა და ცის ვაზის ყვავილების ფერებსა და სურნელში ეხვევა ულამაზესი მწვანე ზონა.