თბილისი – დელის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ინდოეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Indigo-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. თბილისიდან დელიში 186 ადამიანი გაემგზავრა.
ავიაკომპანია Indigo რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც მის მფლობელობაში არსებული 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით, საიდანაც 79 – ადგილობრივი, 32 კი – საერთაშორისოა.