თბილისი: დამცავი ღვედის გარეშე-რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში
სამშენებლო სექტორში უსაფრთხოება უპირატესია, თუმცა არაერთი შემთხვევა ახსოვს თბილისს, როცა სამწუხაროდ მშენებლობის დროს უსაფრთთხოების დაუცველობის მიზეზით ადამიანი გარდაიცვალა. პასუხისმგებლობა შემდგომ ბუნებრივია კომპანიას ეკისრება, თუმცა ეს მომხდარს ვეღარ შეცვლის.
კადრები, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდანაა გადაღებული, ჩანს ამწევი სადაც დამცავი ღვედის გარეშე დიდ სიმაღლეზე გადაადგილდება სავარაუდოდ მშენებელი. ვიდეოს, სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
კადრების გავრცელების შემდეგ, არაერთმა თბილისელმა დაწერა, რომ ბოლო დროს ხშირად ხედავენ სხვადასხვა მშენებლობაზე, მშენებლებს შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე.
პირველ რიგში უნდა ითქვას, ის რომ მშენებლობაზე პირი შესაბამისად უნდა იყოს შემოსილი და დაცული ჰქონდეს უსაფრთხოების ზომები, ამას კანონი არეგულირებს. თუმცა ბოლო პერიოდში რატომღაც კანონი მიივიწყეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 361-ე დადგენილების მიხედვით: “მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს სამშენებლო მოედანზე ყოფნისას უნდა ეხუროთ ჩაფხუტები, ხოლო სპეციალური სამუშაოები უნდა შესრულდეს სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით.” -ნათქვამია მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტში.