თბილისის რომელ უბანში რა ღირს ბინები?-ახალი კვლევის შედეგები
2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3 პროცენტით გაიზარდა.
ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6 პროცენტი). ასევე 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით.
“საქსტატის” მიხედვით კვადრატულის ფასები საცხოვრებელ ბინებზე ასეთია:
მთაწმინდა – 5 167 ლარი;
ვაკე – 4 404 ლარი;
კრწანისი – 3 417 ლარი;
საბურთალო – 3 397 ლარი;
ჩუღურეთი – 3 284 ლარი;
დიდუბე – 3 131 ლარი;
ნაძალადევი – 3 006 ლარი;
ისანი – 2 917 ლარი;
გლდანი – 2 891 ლარი;
სამგორი – 2 718 ლარი.