რა ღირს თბილისსა და ბათუმში ბინები და რა განსხვავებაა ძველსა და ახალი აშენებული პროექტების ფასებში?

ქაოტური მშენებლობების ფონზე, გაყიდვები იკლებს თუმცა ბინებზე გასაყიდი ფასები მუდმივად იმატებს. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ზაფხულის თვეში, გაყიდვები კიდევ უფრო შემცირდებოდა ხოლო ფასები მოიკლებდა თუმცა ივნისის თვეში სულ სხვაგვარი სტატისტიკა წარადგინეს კვლევითმა ორგანიზაციებმა.

რა ღირს თბილისსა და ბათუმში ბინები და რა განსხვავებაა ძველსა და ახალი აშენებული პროექტების ფასებში?

უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ “ქოლიერსის” მიხევით, ივნისის თვეში დედაქალაქში ბინების გასაყიდმა ფასმა მოიმატა, ამ შემთხვევაში წლიურმა სხვაობამ 8.8% შეადგინა. გასული წლის ივნისში თუ კვადრატულის ფასი თბილისში 1 011 დოლარი იყო, წელს იმავე პერიოდში საშუალო შეწონილმა ფასმა 1 100 დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება შავი ზღვისპირა ქალაქს, ბათუმში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი ფასი ივნისში 4.7%-ით გაიზარდა. „ქოლიერსის“ მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ივნისში კვადრატულის ფასი 1092 დოლარს შეადგენდა, შარშან იმავე პერიოდში კი 1043 დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გაყიდვების შემცირებისა ბინების ფასსზე ჯერ-ჯერობით კლება არ ფიქსირდება, მეტიც ყოველ თვეში გასაყიდი ფასები იმატებს, როგორც დედაქალაქში ასევე ბათუმში.