თბილისის მერია-თბილისში შემოსაყვანი 18-მეტრიანი ავტობუსების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება
თბილისის მერია დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის.
“დამატებით ავტობუსებს შევისყიდით. ფინანსური რესურსების უკმარისობის გამო მოვახერხეთ მხოლოდ 160 ერთეულის შესყიდვა, შესაბამისად, მობილიზება მოვახდინეთ დამატებითი რესურსების და ორწლიანი შესყიდვით ვგეგმავთ რომ ვიყიდოთ დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. სავარაუდოდ ამ ავტობუსების მოწოდება მომავალ წელს მოხდება. ტენდერით დადგინდება ფასი, თუმცა სავარაუდოდ თუ იმ ფასად იქნება, რა ფასადაც 160 ავტობუსი ვიყიდეთ, მაშინ დამატებითი ავტობუსების შესყიდვა დაგვიჯდება დაახლოებით 65 მილიონი ლარი,”- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 160 შესყიდული ავტობუსიდან 50 ერთეული უკვე თბილისშია. პარალელურად თბილისის მერია აეროპორტის მიმდებარედ, ალექსეევკას დასახლებაში ავტობუსების ახალ ბაზას აშენებს, რომლის ღირებულებაც 63 მილიონი ლარია.