ერწოს ქუჩაზე ახალი მშენებლობით გამოწვეული ბიძგების გამო ძველი სახლი ინგრევა-სოციალურ ქსელში სახლის მეპატრონე ფოტოებს ავრცელებს
ერწოს ქუჩა #9-ში ახალი მშენებლობით გამოწვეულმა ბიძგებმა ძველი სახლის ნგრევა გამოიწვია, ინფორმაციას სახლის მეპატრონე ფოტოებთან ერთად ავრცელებს.
“ეს არის გუშინდელი რეალური სიტუაცია ერწოს N9 ში. ამ მდგომარეობაზე 34 განცხადებაა მიწოდებული ყველა სამსახურში და ვღებულობთ უარს ფართის სიმცირის გამო. გთხოვთ გვასწავლოთ როგორ გავზარდოთ ფართი, როდესაც 60 სმ ში მიიღეს ნებარვა და ააშენეს კორპუსი. რომელსაც არ გააჩნია თანხმობა მომიჯნავე მეზობლებისაგან და დაგვანგრია. 2018-ის დასკვნით იყო iv კატეგორიის და უკვე მეტია v -ზეა. ვინმე გაგვიწევს დახმარებას რათა კუთვნილ შენობა ნაგებობას მივხედოთ? გაწერილი კანონების მიხედვით ყველას თანხმობაა საჭირო საკუთარ სახლში რაიმე რომ გავაკეთოთ.”-წერს სოციალურ ქსელში მერი ღონღაძე.
როგორც ირკვევა ერწოს #9-ში მცხოვრებმა ოჯახებმა, არა ერთხელ მიმარტეს დახმარებით შესაბამის სამსახურებს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია.