თბილისი არის ურთიერთობა-ფრაზა რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს აღწერს
"თბილისი არის ურთიერთობა"- ამ ფრაზას ხშირად იყენებენ დედაქალაქში. თბილისი ყოველთბის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ურთიერთობებითა და ადამიანური თანადგომით. სწორედ ამის მაგალითია კადრო, რომელმაც საზოგადოება აღაფრთოვანა და გული გაუთბო.
გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ავტობუსიდანაა გადაღებული ჩანს, რომ შალიკაშვილის ხიდზე, სამანქანო გზაზე სკუტერით მოსიარულე კურიერს, ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შედაძლებლობების მქონე ადამიანი მიჰყავს. ელჩაჭიდებულს რთულ გზაზე სიარულს უმსუბუქებს. “თბილისელებს ამ ვიდეომ გული გაუთბო და ძველი დრო გაახსენა”- წერენ სოციალურ ქსელში. კადრს კი სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. ვიდეოს ფონად გოგი ცაბაძის სიმღერა თბილისზე ადევს.