როგორია თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასი
გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, თბილისში, საცხოვრებელი უძრავი ქონების დაქირავების საშუალო ფასი, ერთ კვადრატულ მეტრზე 2023 წლილს ბოლოს 10.7 დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ქირის ღირებულებას უბნების მიხედვით, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ყველაზე ძვირი ქირა ვაკეშია – 1 კვადრატულ მეტრზე 15.9 დოლარი; ვაკეს ფასით მოჰყვება მთაწმინდა – 14.8 დოლარი; შემდეგ საბურთალო 1 კვადრატულ მეტრზე ქირამ დაახლოებით 12.5 დოლარი შეადგინა; კრწანისი – 12 დოლარი; ჩუღურეთშიც ბინის ქირა დაახლოებით კრწანისის ფასია. ყველაზე იაფი უბნები ბინნის დაქირავებით როგორც აღმოჩნდა გლდანი, დიდი დიღომი და სამგორია, სადაც ერთი კვადრატული მეტრი ქირის ღირებულება 8,6 დან 9.9 დოლარამდე მერყეობს.