თბილისის რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა და სად ღირს ყველაზე ძვირი საცხოვრებელი
2024 წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,967 შეადგინა-წერს Tbc კაპიტალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.
2024 წლის იანვარში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა. ყველაზე მაღალი ფასი კი, კვლავ ვაკეში დაფიქსირდა.
“გასულ თვეს ბაზრის მოცულობა $234 მილიონს გაუტოლდა და წლიურად 11%-ით გაიზარდა. რაც შეეხება გაყიდვების გადანაწილებას უბნების მიხედვით, 2024 წლის იანვარში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (25% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (15%). ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდით სამგორი გამოირჩა. ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ დიღომში დაფიქსირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში წლიური ზრდა დიდ დიღომში, ნაძალადევში, დიდუბესა და გლდანში შეიმჩნევა.” -წერია დოკუმენტში.
Tbc კაპიტალის ცნობით, იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე ვაკეში კვლავ $2,000-ის ფარგლებში მერყეობდა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა.
ყველაზე მაღალი ზრდით ჩუღურეთი (+24%), ნაძალადევი (+21%) და გლდანი (+19%) გამოირჩეოდა.