თავისუფლების მოედანზე შესაძლოა საავტომობილო გზის შემცირება და მის ხარჯზე სკვერის მოწყობა

თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, თავისუფლების მოედნის ცენტრში, შესაძლოა, სკვერი მოეწყოს, ხოლო მოედანზე საავტომობილო მოძრაობისთვის განკუთვნილი სივრცე შემცირდეს.

თავისუფლების მოედანზე შესაძლოა საავტომობილო გზის შემცირება და მის ხარჯზე სკვერის მოწყობა

დოკუმენტი, რომელიც 80 გვერს შეიცავს საუბარია, ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო გეგმებზე. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია “რამბოლმა”, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

დოკუმენტის თანახმად, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი დაგეგმარდება ადამიანზე მორგებულ სივრცედ. პროექტის მიხედვით, თავისუფლების მოედანზე არსებული წრიული მოძრაობა შეიცვლება ორმხრივი ქუჩებით მოედნის კიდეებთან ველობილიკებითა და უსაფრთხო გადასასვლელებით. მოედნის მთელი ცენტრალური ნაწილი გადაკეთდება სკვერად დასაჯდომი ადგილებით, გამწვანებით და ადამიანის სიმაღლის ქუჩის განათებით.

“თავისუფლების მოედანი თბილისის ცენტრში ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობაა. იგი ძველი ქალაქის კიდეზე მდებარეობს და როგორც მცხოვრებლები, ისე ტურისტები ხშირად გადაკვეთენ მას. მიუხედავად ღირსშესანიშნავი მდებარეობისა, თავისუფლების მოედანი ხელს უწყობს ავტომობილების თავისუფალ მოძრაობას. ფეხით, ველოსიპედით სიარული ან უბრალოდ გარეთ ჯდომა, და მოედნით ტკბობა უმეტესად ნაკლებ უსაფრთხო და სასიამოვნო საქმიანობად მიიჩნევა. სხვა ქალაქები თავიანთ მთავარ მოედნებს ადამიანებს უბრუნებენ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ტაიმზ-სკვერი და ლონდონში ტრაფალგარის მოედანი ნახევრად საფეხმავლო გახდა.

რუსთაველის გამზირი, ალბათ, თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი ქუჩაა. ის ჩრდილოეთით რესპუბლიკის მოედანსა და სამხრეთით თავისუფლების მოედანს შორის გადის. გარდა იმისა, რომ რუსთაველის გამზირი საგრძნობი მოცულობის ავტოტრანსპორტს ატარებს ყოველდღიურად, ქვეითთა ნაკადით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩებს შორისაა. მიუხედავად ამისა, რუსთაველის გამზირის უმეტესი ნაწილი ავტომობილებს ეთმობა, ხოლო ქვეითები ტროტუარზე დადიან გასწვრივ. რუსთაველის გასწვრივ შუქნიშნების გარეშე ავტომობილები დიდი სიჩქარით მოძრაობენ და ქვეითები იძულებულნი არიან გამზირი არასასიამოვნო და ხშირად მიუწვდომელი მიწისქვეშა გადასასვლელებით გადაკვეთონ. გამზირზე არ არსებობს ველობილიკები.

ეს პროექტი თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის ადამიანზე მორგებულ ადგილად გადაქცევას ისახავს მიზნად. თავისუფლების მოედანზე არსებული წრიული მოძრაობის სქემა შეიცვლება ჩვეულებრივი ორმხრივი ქუჩებით ველობილიკებით კიდეებზე და ნაკადების საკონტროლო შუქნიშნებით, და ბევრად უსაფრთხო ქვეითთა გადასასვლელებით. მოედნის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაეთმობა ადამიანებს. ეს მოიცავს მეტ მოსასვენებელ ადგილს, მწვანე სივრცეს და უკეთეს ქუჩის განათებას.

რუსთაველის გამზირზე არსებული ჩქაროსნული არტერია თანამედროვე საერთაშორისო ქალაქზე მორგებულ გამზირად გადაიქცევა. უმეტეს გზაჯვარედინზე უზრუნველყოფილი იქნება შუქნიშნები და ქუჩის დონის გადასასვლელები. დიზაინი ასევე მოიცავს ველოსიპედისა და ავტობუსის ზოლებს.

ორივე დიზაინი ამჟამინდელი სქემით შესაბამისობაშია თბილისის სატრანსპორტო გეგმის ხედვასა და მიზნებთან, ისევე როგორც ქუჩის დიზაინის სახელმძღვანელო პრინციპებთან”, – ნათქვამია დოკუმენტში.