თავდასხმა და მასშტაბური ძარცვა თბილისის ცენტრში-რა მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე და რას ყვებიან მოწმეები

შემთხვევა საღამოს 6 საათზე მოხდა მაშინ, როცა ჭავჭავაძის გამზირი ხალხითაა სავსე.

თავდასხმა და მასშტაბური ძარცვა თბილისის ცენტრში-რა მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე და რას ყვებიან მოწმეები

დანაშაული დედაქალაქის ცენტრში ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. კრიმინალური გარჩევის ეპიცენტრად კრიპტო ვალუტის ერთ-ერთი სერვისცენტრი აღმოჩდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი დაჯგუფება დაუპირისპირდა და შედეგად ერთ-ერთი ჯგუფის წევრებმა 800 ათასი დოლარი გაიტაცეს.

შემთხვევას ჰყავს მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სროლა არ ყოფილა, თუმცა მხარეებს შორის რამდენიმე წუთიანი დაძაბული საუბარი იყო.ადგილი სადაც დანაშაული მოხდა რუს ბიზნესმენს ეკუთვნის. ერთ-ერთი ვერსიით ჯგუფის წევრებმა ელექტრონული ფული გაანაღდეს, ხოლო მეორე ჯგუფმა განაღდებული ფული წაიღო.

კრიმინალური პოლიციის მიერ ამოღებულია, სათვალთვალო კამერებიდან კადრები სადაც ცნობილია, რომ კარგად ჩანს შემთხვევის მონაწილეები. რაც შეეხება აღნიშნული კრიპტო ვალუტის თანამშრომლებს ისინი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე პოლიციიის შენობაში.

კრიმინალური პოლიცია ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.