Georgian Wings-ის თბილისი-ბათუმის პირველი რეისი ჯერჯერობით ვერ შესრულდა
დღეს დილით Georgian Wings-ის დაგეგმილი პირველი რეისი თბილისი-ბათუმის საჰაერო ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო ამ ეტაპზე ვერ შესრულდა. Georgian Wings საჰაერო სატვირთო გადამზიდი კომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულებაა.
როგორც kalaki.ge-სთვისაა ცნობილი, ფრენა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა რეისი არ გაუქმდება. შეიცვლება მხოლოდ გაფრენის დრო.
შეგახსენებთ, რომ კომპანია დღეს ბათუმის მიმართულებით პირველ ფრენა შეასრულებს.