ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს
TAV Georgia-ს ინფორმაციით, პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს ავიაკომპანია 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, 13 მაისიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.
დღეისათვის საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს Uzbekistan Airlines-ი ასრულებს. ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში სამჯერ დაფრინავს.
შეგახსენებთ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს ოპერირებას კომპანია TAV Georgia უწევს, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. TAV Georgia, TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა.