სუს-ის განცხადება-შეტყობინებები ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილებების შესახებ სხვა ქვეყნებიდან შემ7

ბათუმში, 21 იანვარს სავაჭრო ცენტრებში მეტრო სითი, გრანდ მოლში, ბათუმი პლაზასა და ბათუმი მოლში, ევაკუაცია განხორციელდა, იმ შეტყობინებების საფუძველზე რომელიც სხვადასხვა შენობაში შესაძლო აფეთქების მოწყობილობების შესახებ იტყობინებოდა.

სუს-ის განცხადება-შეტყობინებები ბათუმში ასაფეთქებელი მოწყობილებების შესახებ სხვა ქვეყნებიდან შემ7

სუს-მა დღეს ევაკუაციისა და შეტყობინებების შესახებ განცხადება გააკეთა.

“მათი ინფორმაციით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ ქვეყნის გარედან შემოვიდა და “მიზანმიმართულად მიუთითეს საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მობილური ტელეფონის ნომერი”.

სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაიწყო.
დეტალები: შეტყობინებების ინიციატორის გამოსავლენად, დახმარებისათვის პარტნიორი ქვეყნების უწყებებს მიმართეს.

ამას გარდა, ცნობილი გახდა თუ რას უკავშირდება ცრუ შეტყობინებები გასული წლის 30 დეკემბერსა და 17 იანვარს, გალერია თბილისში ტერორისტული თავდასხმის შესახებ.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან.

“ასევე, ხსენებული შეტყობინებების ინიციატორებად იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი”, — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.