ვინ შეძლებს მიიღოს გაზაფხულის სემესტრის დაფინანსება-დედაქალაქის მერია სტუდენტებისთვის განცხადებას ავრცელებს
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 მარტიდან, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება. ინფორმაციას დედაქალაქის მერი ავრცელებს და სტუდენტებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავ ი ოჯახის წევრები; არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განმარტებით, გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება.
განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები თბილისის მერიის ვებგვერდს – www.tbilisi.gov.ge უნდა ეწვიონ.