თსუ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გეგმავს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს.
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.