ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა ეროზიის პროცესები გააქტიურა და ინტენსიური ქვათაცვენა გამოიწვია – რა ვითარებაა თბილისის მწვანე ზონაში

ბოტანიკურ ბაღში უხვი ნალექის შედეგად ეროზიის პროცესები გააქტიურდა, რამაც ქვათაცვენა გამოიწვია. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყორეები ჩამოიშალა.

ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა ეროზიის პროცესები გააქტიურა და ინტენსიური ქვათაცვენა გამოიწვია – რა ვითარებაა თბილისის მწვანე ზონაში

ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური სამუშაოების მიერ სიტუაციის შესწავლა მიმდინარეობს. ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო კი დროებით დახურულია.

„დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შესვლა შეეძლებათ ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური შესასვლელიდან, ასევე მირზა შაფის ქუჩიდან შემოსასვლელი სალაროდან.

ბოტანიკური ბაღი ღიაა ყოველდღე, ყველა დღესასწაულსა და უქმე დღეს, დილის 09:00 საათიდან 19:30 საათამდე. ბაღის სალაროს საათები იცვლება სეზონურად და ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“,- ნათქვამია ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.