სტიქიის ზონაში ევაკუაცია გრძელდება-ამ დროისთვის 140 ადამიანია გამოყვანილი
ადგილზე ათეულობით მოქალაქე კვლავ რჩება. რამდენიმე წუთის წინ ვერტმფერით ბავშვები გამოიყვანეს.
ბოლო ინფორმაციით ამ წუთებში, სტიქიის ზონაში, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიემგზავრება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით კი სტიქიის ზონაში 35 ადამიანთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მისივე ცნობით, მაშველებთან მყოფი ყველა ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
“სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ, ფაქტობრივად, არაფერი აღარაა”, – ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ გეოლოგის მერაბ გაფრინდაშვილის განმარტებით სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს.