დაზიანებული საცხოვრებლები და განადგურებული მოსავალი – რა ვითარებაა იმერეთში სადაც სტიქია მოხდა
იმერეთში მომხდარმა სტიქიამ, 5 მუნიციპალიტეტში მოსავალი სრულად გაანადგურა, დახოცილია ფრინველებიც. რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენენილი.
გუშინდელი სტიქიის შედეგად იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა. ყველაზე მეტად ზესტაფონის და ბაღდათის მოსახლეობა დაზარალდა, განსაკუთრებით სოფლები – “ობჩა” და “სვირი” – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, აქედან ორ სოფელში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა. დღის ბოლომდე კი დარჩენილ ხუთ სოფელშიც აღდგება. როგორც შალამბერიძემ ჟურნალისტებთან განმარტა 26 ოჯახის საცხოვრებელი მძიმედ დაზიანდა.