რატომ შეფერხდა რიკოთის უღელტეხილზე გვიან მოძრაობა – განიხილავენ თუ არა ტერიტორიას სპეციალისტები საშიშ ზონად
საქართველოში ბოლო დროს გაშირებული სტიქიების შემდეგ, საზოგადოების ინტერესი ქვეყნის იმ ადგილებმა გამოიწვია, რომელაც სპეციალისტები მაღალი რისკის შემცველად განიხილავენ. გუშინ დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის პარალელურად, საზოგადოების ყურადგღება რიკოთის უღელტეხილისკენ იყო, საიდანაც სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ შორის ზვავის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც გაირკვა სამანქანო გზაზე შეფერხება, ძლიერმა ნისლმა გამოიწვია,და მაინც უნდა განვიხილოთ თუ არა რიკოთი საშიშ ზონად?
რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთი პორტალის მიდამოებში არსებული კლდე-ზვავის ტიპის მეწყრების გააქტიურება და გამოფიტული მასის ჩამოცვენა მდინარე ჩუმათელეთის ორივე ფერდობზე ისევ აქტიური იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში – „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ არის საუბარი.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ, 2023 წელსაც რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე პერიოდულად ფიქსირდებოდა მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების რეაქტივაცია, შედეგად, საავტომობილო გზაზე ფერხდებოდა მოძრაობა და საჭირო ხდებოდა ჩამონაშალი მასალისაგან გზის სავალი ნაწილის გაწმენდა.
„საავტომობილო გზის ორივე უბნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მონიტორინგული კვლევების გაგრძელება და გაცემული რეკომენდაციების შესრულება“,- აღნიშნულია ბიულეტენში.
რაც შეეხება პროგნოზებს, 2024 წლისათვის, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, წინა წლების მსგავსად, ახლაც მოსალოდნელია მეწყრული- გრავიტაციული პროცესების აქტივიზაცია, რასაც ძირითადად ზამთარსა და გაზაფხულზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა განაპირობებს.
ამასთან, პირველ რიგში, რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთი პორტალის მიდამოებში არსებული კლდე-ზვავის ტიპის მეწყრების გააქტიურება და გამოფიტული მასის ჩამოცვენა მდინარე ჩუმათელეთის ორივე ფერდობზე ისევ აქტიური იქნება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განსაკუთრებული რისკ-ფაქტორები იარსებებს უსახელო ღვარცოფულ ხევში, რომელმაც 2011 წელს ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. „პრობლემა კვლავ რჩება, რადგანაც ხევში წაქცეულ ხეებთან ერთად უამრავი გამოფიტული მასალაა ჩალექილი და ამ მასის ამოძრავების შემთხვევაში, შესაძლებელია, ახალი ექსტრემალური სიტუაციის მიღება“,- ნათქვამია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ წვიმის გამო მოქალაქეებს რიკოთზე საცობში საათობით მოუწიათ დგომა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იყო შეზღუდული, რადგან სავალ ნაწილზე წყალი და ლაფი ჩამოვიდა.