ღამით სტიქიამ “უნივერსიტეტის მეტროს” ჩასასვლელი დააზიანა
ღამით ძლიერმა წვიმამ და ქარმა "უნივერსიტეტის მეტროს" ჩასასვლელი, რომელიც მინებითაა მოპირკეთებული დააზიანა. ძლიერმა ქარმა შუშები ჩაამსხვრია.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერიას დახმარებას სთხოვდნენ, ვინაიდან მთელ ტერიტორიაზე დამსხვლეული შუშები ქარმა მიმოფანტა, რაც მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ადგილზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტოსალა სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივობამ “ჩემი ქალაქი მლავს” გაავრცელა.