დასეტყვილი და წაქცეული ხეები, დატბორილი ქუჩები – თბილისში უხმა ნალემქმა სხვადასხვა უბანში პრობლემები შექმნა

გარემოს ეროვნული სააგენტო - თბილისში მოსული უხვი ნალექი სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიას განეკუთვნებოდა. ასე შეაფასა უწყებამ გუშინ თბილისში გვიან მოსული უხვი ნალექი და სეტყვა.

დასეტყვილი და წაქცეული ხეები, დატბორილი ქუჩები – თბილისში უხმა ნალემქმა სხვადასხვა უბანში პრობლემები შექმნა

ინტენსიური წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დაფიქსირებული მეტეოროლოგიური მოვლენა განეკუთვნებოდა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიას.
უხვი ნალექი განსაკუთრებით აღინიშნებოდა დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონებში.

რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე. გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩაზე, გრიგალის შედეგად წაქცეულმა ხემ დააზიანა კომუნიკაციები. ყველა მისამართზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.

ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა წერეთლის გამზირიდან ვიდეომასალა კონტექსტით, რომ სანიაღვრე სისტემა გაუმართავია და ვერ ატარებს წყლის ნაკადს. რაზეც უწყებამ ოფიციალური განცხადებაა გაავრცელა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წერეთლის გამზირზე არსებული სანიაღვრე სისტემა მუშაობს გამართულად.
წყლის დიდი ნაკადის თავმოყრის გარდა, წერეთლის გამზირის კონკრეტული მონაკვეთების დატბორვა გამოწვეული იყო სანიაღვრეების ცხაურთან თავმოყრილი დასეტყვილი ფოთლებითა და ტოტებით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით და შლამით.
მას შედეგ, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გაწმინდეს ცხაურები, წყლის ნაკადი სანიაღვრე სისტემამ სრულად გაატარა.
უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ ყველა პრობლემურ ადგილზე ამ წუთებშიც იმყოფებიან მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და მონიტორინგი.” – ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.