სტიქია თბილისში-ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა

საბურთალოზე მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან ძლიერმა ქარმა ბლოკები გადმოყარა და ერთდროულად რამდენიმე ავტომობილი დააზიანა.

სტიქია თბილისში-ძლიერმა  ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი შედეგად არავინ დაშავებულა. ფოტომასალა სოციალურ ქსელში მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებმა გაავრცელეს.

ამ დროისთვის დედაქალაქის რამდენიმე უბანში ძლიერი ქარია, სოციალურ ქსელში მოსახლეობა ავრცელებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციებს.

დიდი დიღმის რამდენიმე ქუჩაზე ამ წუთებში ელექტრო ენერგია გაითიშა.

ცნო­ბის­თვის, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით, ცუდი ამინ­დი 10 ოქ­ტომ­ბრის ღა­მის სა­ა­თე­ბამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.