ფოტოფაქტი: ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა-ბათუმში შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარე განათების ბოძები, მრავალწლოვანი ხეები და მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები დაზიანდა. დაზიანებული საცხოვრებლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა ზღვისპირა ქალაქში ამ დრომდე მიმდინარეობს.
ზარალის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა სტიქიამ 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და 40-ზე მეტი ხე-მცენარე დააზიანა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ შტორმა ზღვისპირა ქალაქის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დააზიანა.