როგორ შეიძლება აქციო სტიქია შთამბეჭდავ კადრად-სოციალურ ქსელში გასაოცარმა ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა

გუშინდელმა სტიქიამ, აჭარის მაცხოვრებლები დააზარალა და ძლიერ შეაშინა, ვინაიდან ბოლო წუთამდე მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმებოდა.

როგორ შეიძლება აქციო სტიქია შთამბეჭდავ კადრად-სოციალურ ქსელში გასაოცარმა ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა

თუმცა, საბედნიეროდ სტიქიის დროს მოსახლეობის ევაკუაცია, საჭირო არ გახდა მიუხედავად მძიმე დღისა, როგორც ჩანს ფოტო-ვიდეო მოყვარულთათვის ხელსაყრელი მომენტი იყო ლამაზი კადრების გადასაღებად. სწორედ ასეთი შთამბეჭდავი, კადრები დაგაიღო ფოტოგრაფმა CHEKI Photography-მ რომლის ვიდეომაც დღეს სოციალური ქსელი ააჭრელა.

შტორმის დროს გადაღებულ ბათუმის მისტიკურ კადრებს ფონად გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “უსიყვარულოდ” ადევს. უნდა ითქვას, რომ ვიდეოს კომენტარებში თავად სტიქიით დაზარალებულებიც კი წერდნენ, რომ შთამბეჭდავმა კადრებმა მძიმე დღე შეამსუბუქა.