სტიქია აჭარასა და გურიაში-ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ქუჩები, წყლისა და გაზის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა
ორი დღეა აჭარაში გადაუღებლად წვიმს. რეგიონში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, ამასთანავე ბათუმში გაითიშა გაზი და შეწყდა წყალი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვედა კვირიკეში ადიდებულმა მდინარემ, ხიდი და გზა დაანგრია. დატბორილია ქობულეთის ქუჩებიც.
ბათუმის მოსახლეობა ორი დღეა გაზისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. შავიზღვისპირა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ჯერ ისევ დგას წყალი, გზებზე გადაადგილება კი ფერხდება.
თხევადი გაზის მანქანებთან, მოსახლეობის რიგებია, ვინაიდან გაზიფიკაცია გარკვეული დროით ვერ აღდგება.
ჩაქვის გვირაბთან, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ ძველ გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. უხვი ნალექის შედეგად მდინარე ადიდდა, რამაც გზის სავალი ნაწილი დატბორა. დატბორილია ბენზინგასამართი სადგურიც. წყალმა მოსახლეობის ეზოებშიც შეაღწია. ჩაქვში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მდინარის კალაპოტზე არსებული ხიდი არის გასაფართოებელი და ასამაღლებელი, რომ მდინარის კალაპოტს გამტარუნარიანობა მოემატოს.