სროლა და კრიმინალური გარჩევა საბავშვო ბაღთან

სროლის შედეგად დაჭრილია ერთი მშობელი.

სროლა და კრიმინალური გარჩევა საბავშვო ბაღთან

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე დილის საათებში საბავშვო ბაღ ტაბულა რასასთან სროლა იყო. შემთხვევის შედეგად დაიჭრა საბავშვო ბაღის ერთი მშობელი და დაკავებულია ერთი პირი.

kalaki.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.